საიტის წესები და პირობები

აღნიშნული ვებგვერდი წარმოადგენს შპს ადამს ჰოლდინგის (ს/კ 402039432) საკუთრებას.

თუ თქვენთვის ხელმისაწვდომია ამ საიტზე შესვლა და შეკვეთის განთავსება ესეიგი თქვენ ეთანხმებით ჩვენი ხელშეკრულების პირობებს. თუ თქვენ არ ეთანხმებით ჩვენს მიერ შემოთავაზებულ პირობებს ხელშეკრულების პირობებთან და შემდგომში წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვით შეგიძლიათ მოგვმართოთ: შპს ადამს ჰოლდინგს  info@adams.ge, ტელეფონი  +995 571 145 145

ტერმინთა განმარტება: ჩვენ შპს ადამს ჰოლდინგი (ს/კ 402039432)შემდგომში -კომპანია; თქვენ – პირი, რომელიც შედის ვებგვერდზე; ასევე იურიდიული პირი, რომლის სახელითაც ფიზიკური პირი შედის ვებგვერდზე; ხელშეკრულება – წინამდებარე დოკუმენტი;

ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ: ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი, ან 16 წელს მიღწეული პირი და გაქვთ ნებართვა შესაბამისი პირებისაგან დადოთ წინამდებარე ხელშეკრულება, მიიღოთ ვებგვერდის საშუალებით მომსახურება და განკარგოთ შესაბამისი გადახდები;

  • დაიცავთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვებგვერდით სარგებლობის პირობებს;
  • მკაცრად დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას, არ გაუმჟღავნებთ ნებისმიერ მესამე პირს თქვენი გვერდის უსაფრთხოების ანგარიშებს, რათა დაცული იყოს თქვენი პირადი ანგარიშის ინფორმაცია;
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც მიმართულია სხვა მომხმარებლის პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის, მათ შორის ანგარიშის უსაფრთხოების კოდების გაგებისაკენ და სხვა მომხმარებლის პირადი აქტივის განკარგვისაკენ;
  • არ გაასაღებთ თავს სხვა მომხმარებლად ან არ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებს და გვერდს;
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებგვერდის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას;
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით, ამ ხელშეკრულებითა და მსგავსი ვებგვერდების საშუალებით მომსახურების მიღებისათვის დამკვიდრებული წესებით;

“საიტი”- ვებ გვერდი http://www.shop.adams.ge

“მმართველი კომპანია”- ვებ გვერდი http://www.adams.ge – ს მმართველი კომპანია, შპს “ადამს ჰოლდინგი“.

1. ხელშეკრულების ძირითადი პირობები.

1.1 მმართველი კომპანია უზრუნველყოფს განცხადებების განთავსებას ზუსტად შესაბამის განყოფილებაში, რაც მომხმარებელს ეხმარება პროდუქციის/მომსახურების ადვილად მოძებნაში.

1.2 მმართველ კომპანია პასუხისმგებლობას იღებს მხოლოდ საკუთარი ნივთების რეალიზებაზე.

1.3 მომხმარებელი უნდა გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს. კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილება და დამატება წესებსა და პირობებში მომხმარებელთათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. ამასთანავე, მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე სტუმრობა/სარგებლობა ავტომატურად ნიშნავს მომხმარებლის თანხმობას წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნებზე.

2.რეგისტრაციის წესები:

2.1 მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს რეალური მონაცემები, საკონტაქტო ნომერი, ელექტონული ფოსტის მისამართი, სქესი, მდებარეობა და დაბადების წელი.

2.2 რეგისტრაციის დროს აკრძალულია სხვა პიროვნების მონაცემების მითითება.

2.3 მომხმარებლის სახელი და პაროლი უნდა იყოს მის მფლობელობაში არსებული აქტიური ელ. ფოსტის მისამართი, იგი შეიძლება შეიცავდეს ლათინურ სიმბოლოებს (A-Z), ციფრებს (0-9) და სიმბოლოებს.

2.4 აკრძალულია მომხმარებლის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი ფრაზის მითითება.